ფეხბურთის მწვრთნელს 12 წლის მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების გამო პატიმრობა მიუსაჯეს
18/05/2023
12:32
სამართალი
A-
+A
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ფეხბურთის მწვრთნელი 12 წლის მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ოთხივე ეპიზოდში.
მათივე ცნობით, მწვრთნელს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
„ეს წუთია თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ფეხბურთის მწვრთნელი 12 წლის მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ოთხივე ეპიზოდში და 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გარყვნილი ქმედება გამოიხატებოდა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ხელით შეხებასა და კოცნაში.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თხოვნით მიმართავს მედია საშუალებებს მკაცრად დაიცვან მსხვერპლი ბავშვის კონფიდენციალურობა“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0
237
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%