
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის წინადადებაზე საქართველო მოლაპარაკებების პლატფორმად განიხილოს.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ახლა, როცა ბრიუსელში შეხვედრის საკითხი განიხილება, სადაც, ფაქტობრივად, გარკვეული ჩარჩოებია, აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შეთავაზებას, რაც შეიძლება სხვა პლატფორმაზე გადასვლად იქნას ინტერპრეტირებული.
„გრანადაში გაიმართა შეხვედრა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების რეგულირების პრინციპები დაფიქსირდა ევროკავშირის პლატფორმაზე, ჩვენი და ევროკავშირის თვალსაზრისით. და გასაგებია, რომ როცა ბრიუსელში ვხვდებით, საუბარი სწორედ ამ პრინციპების ფარგლებში უნდა წარიმართოს, რაც, არ ვიტყვი, მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის ინტერესებს შეესაბამება. სომხეთის რესპუბლიკამ მიიღო ისინი და, სხვათა შორის, აზერბაიჯანმაც მიიღო. ახლა კი, როდესაც ჩვენ განვიხილავთ ბრიუსელში შეხვედრის საკითხს, სადაც, ფაქტობრივად, გვაქვს ჩარჩო, რომელიც უნდა იყოს ხაზგასმული, და როდესაც აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შეთავაზებას, ეს შეიძლება განიმარტოს ჩვენ მიერ, რომ გადავიდეთ კიდევ ერთ პლატფორმაზე, აზერბაიჯანს სურს უკვე შეთანხმებული პრინციპები გაანეიტრალოს“ - აღნიშნა ფაშინიანმა სომხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში.
მისი თქმით, იზრდება შიში იმისა, რომ ფარული გეგმა შეიძლება იყოს ის, რომ ყველაფერი ძალის გამოყენებით, ახალი ომით, ახალი ესკალაციით დასრულდეს.
„ჩვენ არავითარი საუბრის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ლოგიკის წინააღმდეგი ვართ, რომელიც უკვე შეთანხმებული პრინციპების ჩარჩოებიდან გამოგვიყვანს“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ერევანი მზად არის შეხვედრებისთვის „3+3“ ფორმატში. მისივე თქმით, ერთ დროს მიღწეული იყო შეთანხმება, რომ „3+3“ ფორმატის შემდეგი შეხვედრა თეირანში გაიმართებოდა. სომხეთის ლიდერის თქმით, ერევანი მზადაა, მაგრამ არის საკითხები დამატებითი განხილვისთვის.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თბილისში განაცხადა, რომ ბაქო მზადაა ერევანთან მოლაპარაკებები საქართველოში გამართოს, მაგრამ ეს ასევე მოითხოვს სომხეთის თანხმობას.
0
0