
პარიზის მეექვსე სამშვიდობო ფორუმის დელეგატთა შორის საქართველოს პრეზიდენტიცაა. ის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ამჯერადაც, მთავრობის ნებართვის გარეშე გაემგზავრა. ოპოზიცია ევროკავშირის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წევრ ქვეყანაში სალომე ზურაბიშვილის ჩასვლას დადებითად აფასებს.
ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევენ პრეზიდენტის თვითნებურ ვიზიტებს უმრავლესობაში. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საფრანგეთში ვიზიტის შესახებ პრეზიდენტს მთავრობისთვის არ მიუმართავს, რაც, კვლავ, კონსტიტუციის დარღვევას ნიშნავს.
"პრეზიდენტს არ მიუმართავს საქართველოს მთავრობისთვის ამ ვიზიტის განხორციელებასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, ეს, კვლავ, კონსტიტუციის დარღვევაა. [პრეზიდენტი] არის პოლარიზაციაში მთავრობასთან. თუ უნდათ დეპოლარიზაცია, პრეზიდენტმაც და ოპოზიციამაც, ყველამ თავისი ნაბიჯები და ქმედება კონსტიტუციის შესაბამისობაში მოიყვანოს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
0
0