
“ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, ვინც ელემენტარულად ნორმალური ადამიანია, არის სამწუხარო - სამართლებრივი და პოლიტიკური ბრძოლა გაგრძელდება” - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რითაც ევროსასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„ეს გადაწყვეტილება ყველასთვის, ვინც მიშას გულშემატკივარია, ვინც ასევე საქართველოს გულშემატკივარია, ვინც ელემენტარულად ნორმალური ადამიანია და უნდა რომ ადამიანის სიცოცხლე რაც შეიძლება სწრაფად გადარჩეს, არის ძალიან სამწუხარო, მაგრამ როგორც ადვოკატებმა თქვეს, მიუხედავად იმისა, რომ მცირე შანსი იყო ამგვარი გზით მყისიერად, მოკლე ვადაში, რამდენადაც ეს სამართლებრივად შესაძლებელია, მიშას გადაყვანა მოხერხებულიყო, მაინც ეს გზა უნდა გამოყენებულიყო. ძირითადი სამართლებრივი ბრძოლა ისევე, როგორც პოლიტიკური და სხვა, ბუნებრივია გაგრძელდება, რადგანაც ყველამ კარგად ვიცით ფაქტების შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პირადი ტყვე, რადგანაც მან გაბედა პირველად მთელ ევროპაში არ დანებებულიყო პუტინს“- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.
0
0