
ევროპის სოციალისტური პარტიის(PES) განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა ან არ სურდა პარტნიორებისთვის დამაკმაყოფილებლად აეხსნა თავისი ქმედებები.
ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ევროპის სოციალისტური პარტიაში განუცხადეს.
მათი თქმით, PES-ის ხელმძღვანელობა რამდენიმე თვეა განიხილავდა, შეშფოთებას გამოხატავდა და გმობდა „ქართული ოცნების“ ქმედებებს, რომლებითაც პარტია სცდებოდა ევროპის სოციალისტური პარტიის ღირებულებებს.
„PES-მა ასევე საჯაროდ გამოხატა შეშფოთება მარტში, PES-ის საგარეო პოლიტიკის ქსელის შეხვედრაზე; ასევე, მარტში და აპრილში, უმაღლეს დონეზე, PES-ის საპრეზიდენტო შეხვედრებზე, რომლებსაც თავმჯდომარეობას უწევდა სტეფან ლოვენი.
„ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა ან არ სურდა, დამაკმაყოფილებლად აეხსნა თავისი ქმედებები PES-ისთვის. როგორც ამ თვეში უკვე ითქვა, PES-ის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა შეეფასებინა ქართული ოცნების სტატუსი ივნისის შეხვედრაზე. PES-ს მხედველობაში აქვს ოცნების ხელმძღვანელობის ბოლოდროინდელი საჯარო განცხადებები. პარტიამ ჯერ კიდევ უნდა მიიღოს ოფიციალური წერილი ოცნებისგან ამ საკითხთან დაკავშირებით. წერილის მიღების შემდეგ PES გასცემს შესაბამის პასუხს“, – განუცხადეს “ნეტგაზეთს” ევროპის სოციალისტურ პარტიაში.
11 მაისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპის სოციალისტურ პარტიას(PES) ტოვებენ.
0
0
რეკრუტებმა ახალქალაქში სამხედრო ფიცი დადეს
10/05/2025