22/07/2023
13:58
საზოგადოება
“ევროპის გოგონათა ინფორმატიკის ოლიმპიადაზე ქართველმა გოგონებმა 4 მედალი მოიპოვეს”, ინფორმაციას სკოლა-პანსიონი “კომაროვი” ავრცელებს.
"📣📣 გიზიარებთ ევროპის გოგონათა ინფორმატიკის ოლიმპიადაში საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების წარმატებას!
🎉 საქართველოს ნაკრების წევრებმა ოქროს 1, ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 1 მედალი მოიპოვეს.
🔹 ნაკრების წევრები ეროვნული ტურნირის შედეგების შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული შესარჩევი წერებით შეირჩნენ. ქეთა ციმაკურიძე, ნინო ჩხაიძე და გვანცა ხვედელიძე კომაროვის სკოლის, თეო კაკაბაძე- მწვანე სკოლის მოსწავლეები არიან.
🥇 ქეთევან ციმაკურიძე - ოქროს მედალი და მეორე ადგილი;
🥈 ნინო ჩხაიძე - ვერცხლის მედალი;
🥈 თეო კაკაბაძე - ვერცხლის მედალი;
🥉 გვანცა ხვედელიძე - ბრინჯაოს მედალი.
🟣 ნაკრების ლიდერი - გოჩა მანდარია, თანალიდერი - ზაზა გამეზარდაშვილი.
🔹 ევროპის გოგონათა ოლიმპიადა ინფორმატიკაში წელს შვედეთში გაიმართა და მასში 52 სახელმწიფოს 190-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
⚡️ ქეთა ციმაკურიძემ რეიტინგით მეორე შედეგი აჩვენა.
🔹 ოლიმპიადაში საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააფინანსა.
💜 კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, გუნდის ლიდერებს, პედაგოგებს, წრის ხელმძღვანელებს, მშობლებს, გულშემატკივრებსა და თითოეულ მათგანს სამომავლოდ არაერთ წარმატებას უსურვებს!" - წერს სკოლა-პანსიონი.
0
0