14/03/2023
15:53
პოლიტიკა
“ლოზუნგების მოყვარულ დეპუტატებს, რომლებიც ახლა სიმბოლიზმისკენ მოგვიწოდებენ, როდესაც პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, მაშინ ეფიქრათ ევროპაზე” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„თუკი ევროპაზე საუბრობენ დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს და მათი ქცევა უნდა იყოს ევროპული. როდესაც პარლამენტის შენობაზე წარწერები კეთდებოდა, როდესაც პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, როდესაც ჯებირები კი არა, პარლამენტის შენობის ჭიშკრის დამტვრევის მცდელობა იყო, მაშინ ევროპით გულანთებულ ხალხს რომ ეთქვა ამაზე, იქნებოდა კარგი. რაც შეეხება ამ შემთხვევას, სათანადო რეაგირება იყო, შესაბამისი პირები, იქნებიან პასუხისგებაში მიცემული ადმინისტრაციული წესით. ევროკავშირის დროშა თავის ადგილზე დაბრუნდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ალტ-ინფოს“ წევრებმა პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს ევროკავშირის დროშა დაწვეს.
0
0