13/12/2025
12:36

რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვას ევროპელი ლიდერები რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას და ევროპული სუვერენიტეტის მკაფიო სიგნალს უწოდებენ.
„ოქტომბერში ევროპელმა ლიდერებმა აიღეს ვალდებულება, რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩებოდა, ვიდრე რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს არ დაასრულებდა და მიყენებულ ზარალს არ აანაზღაურებდა. დღეს ეს ვალდებულება შევასრულეთ. შემდეგი ნაბიჯი 2026-2027 წლებისთვის უკრაინის ფინანსური საჭიროებების უზრუნველყოფაა“, - დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ სოციალურ ქსელ X-ში.
რუსული აქტივების გაყინვას სოციალურ ქსელ X-ში გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერციც გამოეხმაურა და მას მისასალმებელი უწოდა.
„რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები გაყინული დარჩება, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს ომს და არ გადაუხდის კომპენსაციას უკრაინას. მოხარული ვარ ევროპული სუვერენიტეტის ამ მკაფიო სიგნალის გამო, რომელიც თითქმის ერთხმად იქნა მიღწეული იტალიასა და ბელგიასთან ერთად“, - დაწერა მერცმა.
ცნობისთვის, გუშინ ევროკავშირის ელჩები რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვაზე შეთანხმდნენ.
0
0