
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული კვლავ ადასტურებს ბერლინის მხარდაჭერას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ. მინისტრის განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინამ ახალი ლიდერი უნდა აირჩიოს.
იოჰან ვადეპულის თქმით, გერმანია კვლავ რჩება უკრაინისა და მისი მთავრობის მხარეს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს პრეზიდენტს მისი რთული მოვალეობების შესრულებაში.
ამასთან, ვადეპულმა აღნიშნა, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს.
ამასთანა, ტრამპის განცხადებაზე საპასუხოდ გერმანიის მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირშის წევრმა როდერიხ კიზევეტერმა განაცხადა, რომ პარტია უკრაინის პრეზიდენტს მხარდაჭერას უცხადებს. მისი თქმით, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები უკრაინისთვის ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეებია.
„რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიზანმიმართული დარტყმებით უკრაინამ აგრესორის ლეგიტიმურ სამიზნეებს დაარტყა და გრძელვადიანი სანქციების გამოყენებით, ფაქტობრივად, ასუსტებს რუსეთის სამხედრო მანქანას. ამიტომ, ევროპამ და გერმანიამ უნდა წაახალისონ უკრაინა, გააგრძელოს რუსეთში შესაბამისი სამიზნეების განადგურება, რადგან ეს ევროპის უსაფრთხოების ინტერესებში შედის“, – განაცხადა კიზევეტერმა.
ცნობისთვის, 10 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დასრულების სურვილის არქონაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ უკრაინამ ახალი ლიდერი უნდა აირჩიოს. იქამდე კი, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და ამერიკული და გლობალური ბაზრებისთვის რუსული დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმებას მიაღწია.
0
0