14/12/2024
17:34
მსოფლიო
ევროპელი ლიდერები, ნატო-ს გენერალური მდივანი და უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინაში სამშვიდობო ძალების განთავსების საკითხს განიხილავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
Politico-ს ცნობით, შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართება და ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტესა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გარდა მას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრებიან.
ევროპელი ლიდერები უკრაინაში ომის დასრულების შესაძლო ფორმატებისა და ევროპული სამშვიდობო მისიის შექმნის შესახებ იმსჯელებენ.
სააგენტო Reuters-ი წერს, რომ მომავალ ოთხშაბათს დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას იტალიისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრები, ჯორჯია მელონი და კირ სტარმერიც მიიღებენ.
0
0