25/04/2024
13:22
მსოფლიო
აქ, ჩვენთან ნახავთ განსახვევებულ სივრცეს. ეს არის სივრცე, რომელიც ბრიუსელიდან არ იმართება. ის შტორმი, რაც ბრიუსელსა და ვაშინგტონშია, ჩვენთან არ მოქმედებს – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ორბანის თქმით, დღეს უნგრეთს კარგად იცნობენ საერთაშორისო პოლიტიკასა და ურთიერთობებში. უნდა ითქვას, რომ რაღაც ძალიან საინტერესო, ეგზოტიკური უკავშირდება ამ ქვეყანას. ალბათ ენა, რომელსაც ვერავინ ხვდება
„მინდა, მივესალმო კონსერვატორებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეიკრიბნენ, მათ შორის საქართველოდან, ესტონეთიდან, ჩილედან. განსაკუთრებულად მივესალმები ჩვენს ძალიან კარგ მეგობრებს, რომელთა გარეშეც ჩვენ ასე გამართული ვერ ვიქნებოდით. მივესალმები ყველას ბუდაპეშტში. ძალიან მახარებს, რომ მაქვს შანსი, გიმსპინძლოთ. დღეს უნგრეთს კარგად იცნობენ საერთაშორისო პოლიტიკასა და ურთიერთობებში. უნდა ითქვას, რომ რაღაც ძალიან საინტერესო, ეგზოტიკური უკავშირდება ამ ქვეყანას. ალბათ ენა, რომელსაც ვერავინ ხვდება, რომელიც არავის ესმის. ენა ისტორიულად მომდინარეობს, რომელსაც ინახავს ხალხი, ინახავს სახელმწიფოს და არ თმობს დამოუკიდებლობას ერთი ინჩითაც კი." - თქვა უნგრეთის პრეზიდენტმა
მისივე თქმით, ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ახლა ის არის, რომ მთელ ევროპას ლიბერალურმა ცნებებმა გადაუარა და წალეკა კონტინენტი.
„აქ, ჩვენთან ნახავთ განსახვევებულ სივრცეს. ეს არის სივრცე, რომელიც ბრიუსელიდან არ იმართება. ის შტორმი, რაც ბრიუსელსა და ვაშინგტონშია, ჩვენთან არ მოქმედებს. ჩვენ წარმატებული, გამარჯვებული ხალხი ვართ და ყოველთვის ასე ვიქნებით. ამიტომ, მოგესალმებით ამ განსხვავებულ კუნძულზე. ეს არის აბსოლუტურად სხვა სულისკვეთების მქონე კუნძული“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
0
0