17/12/2024
17:49
პოლიტიკა
ევროპარლამენტმა ოფიციალურ პრესრელიზში, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი “ყოფილ პრეზიდენტად” იყო მოხსენიებული, შესწორება შეიტანა და სიტყვა “ყოფილი” აღარ არის გამოყენებული.
როგორც ცნობილია, ევროპარლამენტმა შესაბამისი პრესრელიზი დღეს გაავრცელა.
რელიზში აღნიშნული იყო, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოლიდარობას უცხადებს თბილისში მომიტინგეებს, რომლებიც „საკამათო საპარლამენტო არჩევნების შედეგებს“ აპროტესტებენ.
როგორც ევროპარლამენტის პრესსამსახური იუწყებოდა, ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ მეცოლამ ზურაბიშვილი პლენარულ სესიაზე დაპატიჟა.
„მან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის მომდევნო სესიაზე სიტყვით გამოსვლისთვის დაპატიჟა“, - აღნიშნული იყო პრესრელიზში.
ამჟამად კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტექსტი ჩასწორებულია.
0
0