
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ლოპესი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი თანამდებობისთვის შეუფერებელია.
ლოპესი აზიარებს კალასის განცხადებას, სადაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს: „ჩინეთსა და რუსეთს ალბათ კარგი დღე აქვთ, სარგებლობენ მოკავშირეებს შორის განხეთქილებით, ტარიფები ევროპისა და აშშ-ის გაღარიბების რისკს აჩენს, ძირს უთხრის ჩვენს საერთო კეთილდღეობას“.
ხავიერ ლოპესის განცხადებით, კაია კალასი დღევანდელ სამყაროსა და ევროპის რეალურ ინტერესებს მოწყვეტილია.
„ეს განცხადება და მისი ფორმულირება არასწორი, პოლიტიკურად გულუბრყვილო და სტრატეგიულად საშიშია. ის დღევანდელ სამყაროს და ევროპის რეალურ ინტერესებს სრულიად მოწყვეტილია. როდესაც ეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან მოდის, ეს მხოლოდ საგანგაშო არ არის, ის ამ თანამდებობისთვის შეუფერებელია“, – წერს ხავიერ ლოპესი.
0
0