28/11/2024
17:16
პოლიტიკა
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე სრული და უდავო პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას
,,მტკიცედ იმეორებს თავის სასწრაფო მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ; ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე სრული და უდავო პასუხისმგებლობა ეკისრება და ნებისმიერ ზიანზე, რომელიც მას მიადგება, სრულად პასუხისმგებელი იქნება" - წერია რეზოლუციაში
ევროპარლამენტმა რეზოლუცია 444 ხმით 72-ის წინააღმდეგ მიიღო.
0
0