20/01/2026
14:04

მარკ რუტე ნატო-ს ხელმძღვანელი კი არა, „მაკდონალდსის“ საუკეთესო თანამშრომელია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპის საქმეებში საფრანგეთის ყოფილი მინისტრი, ევროპარლამენტარი ნატალია ლუაზო წერს.
ნატალი ლუაზო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ შეტყობინებას გამოეხმაურა, რომელიც სავარაუდოდ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მისწერა.
„მარკ რუტე ნატო-ს არ ხელმძღვანელობს, ის „მაკდონალდსის“ თვის საუკეთესო თანამშრომლის ეკვივალენტია“, – წერს ლუაზო.
მანამდე ნატალი ლუაზომ მოუწოდა ევროკავშირს, მტკიცედ იმოქმედოს აშშ-ის პრეზიდენტის საპასუხოდ და დონალდ ტრამპი შეადარა „მოუსვენარ ბავშვს, რომელიც შეიძლება, აგრესორი გახდეს“. მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ამჟამად „პალიატიური მოვლის ეტაპზეა“.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს მიერ მისთვის გაგზავნილი შეტყობინება სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა.
0
0