
პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ბრილკა აცხადებს, რომ ევროკომისიის მიერ შექმნილი მექანიზმი, სახელად „დემოკრატიის ფარი“, ევროკავშირის მოქალაქეების დაცვის ნაცვლად, სიტყვის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს.
ბრილკა სოციალურ ქსელში წერს, რომ თავისი არსით, ეს მექანიზმი მესამე ქვეყნების მიერ არჩევნებში ჩარევისა და უცხოური დეზინფორმაციის წინააღმდეგ უნდა მოქმედებდეს, თუმცა რეალურად ის ევროკომისიის კიდევ ერთი იარაღია წევრი სახელმწიფოების ეროვნული კომპეტენციების შეზღუდვისა და ცენზურისთვის.
ევროპარლამენტარი ასევე აღნიშნავს, რომ „დემოკრატიის ფარი“ მონოპოლიით უზრუნველყოფს ე.წ. ფაქტ ჩეკერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
„ეს პროექტი სახიფათოა, ვინაიდან მონოპოლია ექნებათ ე.წ. ფაქტ ჩეკერებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ბრიუსელი საჯარო დებატებზე კონტროლს გარე ცენზორებსა და ინფორმაციის გადამოწმებაში მონაწილე არასამთავრობოებს გადასცემს. არსებობს რისკი, რომ ისინი გადაჭარბებულ ძალაუფლებას მოიპოვებენ, თუ რომელი ინფორმაცია შეზღუდონ და რომელი წაშალონ. არსებობს ცენზურის და მათთვის არახელსაყრელი ხმების ჩახშობის საფრთხე. რეალური რისკია, რომ ტრადიციული და კონსერვატიული მოსაზრებები დაბლოკონ და საჯარო თანხები „მემარცხენე“ ნარატივის დაფინანსებისთვის გამოიყენონ“, - წერს ბრილკა.
0
0