
შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გუშინ უპასუხა 14 ივლისს კომისიის მიერ გაგზავნილ წერილს, – ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, მარკუს ლამმერტმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ევროკომისია შეაფასებს საქართველოს მიერ გაგზავნილ პასუხს.
„კომისია ელოდება, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს კომისიის ყველა რეკომენდაციაში წამოჭრილი საკითხების გადასაჭრელად“, – აღნიშნა მარკუს ლამმერტმა.
მარკუს ლამმერტს არ დაუკონკრეტებია, რა წერია საქართველოსგან მიღებულ ანგარიშში. „როგორც იცით, ამგვარი ინფორმაცია არ ქვეყნდება“, – აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა, მარკუს ლამმერტმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ევროკომისიას დადგენილ ვადაში, 31 აგვისტოს მიეწოდა ანგარიში კომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.
0
0