14/11/2024
22:53
მსოფლიო
ევროკომისიამ უკრაინას დამატებით ოთხი მილიარდი ევრო გამოუყო. თანხები გადანაწილებული იქნება გრანტებისა და სესხების სახით Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საკუთარ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ევროკომისია დათანხმდა ოთხი მილიარდი ევროს გადარიცხვას Ukraine Facility-ს ფარგლებში. რუსეთის მიერ წარმოებული სასტიკი ომის 1000-ე დღე ახლოვდება და ჩვენ ხელს შევუწყობთ უკრაინის სახელმწიფოს მხარდაჭერას, ვიდრე ის თავისი არსებობისთვის იბრძვის. ჩვენ აქ ვიქნებით დიდი ხნით“, – წერს ფონ დერ ლაიენი.
ცნობისთვის, გამოყოფილი თანხის გადარიცხვა ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა უკვე მადლობა გადაუხადა ევროკავშირს დახმარების ახალი ტრანშისთვის.
თავდაპირველად ტრანშები უკრაინამ პირობების გარეშე მიიღო, ხოლო შემდეგი ტრანშების მიღებისთვის აუცილებელი პირობა რეფორმების გარკვეული გეგმის შესრულება გახდა სხვადასხვა სფეროში.
0
0