ევროკომისიამ უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გადასცა
24/04/2024
15:18
მსოფლიო
A-
+A
ევროკომისიამ უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების ტრანში გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს.
„დღეს, ჩვენ Ukraine Facility-ის 50 მილიარდი ევროს ოდენობის პროგრამის ფარგლებში დამატებით 1,5 მილიარდ ევროს გამოვყოფთ. ეს უკრაინის სახელმწიფოსა და სერვისების ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სანამ იგი აგრესორს ებრძვის“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
შეგახსენებთ, უკრაინამ მაკროფინანსური დახმარების პირველი ტრანში, 4,5 მილიარდი ევროს ოდენობით, მიმდინარე წლის მარტში უკვე მიიღო.
0
0
115
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%