07/03/2022
20:09
პოლიტიკა
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმოქმედმა წარმომადგენლებმა ბოლო კვირის განმავლობაში მიღებული განაცხადები დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს. BBC-ის ცნობით, ისინი შეთანხმდნენ, რომ თითოეული მოსაზრების წარმოსადგენად კომისიას მოიწვევენ.
უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხდების განხილვას ევროკავშირის ელჩების ორგანიზებით ევროპულმა საბჭომ უნდა მოაწეროს ხელი. BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნული პროცედურა მხოლოდ ფორმალობას წარმოადგენს.
ბრიტანული მედიასაშუალება ასევე აზუსტებს, რომ შესაძლოა აღნიშნული პროცესი დროში გაიწელოს - არ არის გამორიცხული, რომ კომისიას დასკვნის მოსამზადებლად 18 თვე დასჭირდეს. ამასთანავე, თუკი პროცესმა წარმატებით ჩაიარა, სამი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი სავარაუდოდ წლების განმავლობაში გაგრძელდება.
0
0