
ევროკომისია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მიერ გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე მიღწეულ პროგრესს ხვალ შეაფასებს, თუმცა კონკრეტულ რეკომენდაციებს არ გასცემს. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მოსალოდნელი არ არის. კომისია თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ უკრაინისა და მოლდოვის გარკვეული პროგრესი, თუმცა ბრიუსელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინ წაწევის შესახებ რეკომენდაციას ოფიციალურად არ გასცემს.
ასევე ევროკომისია არ გასცემს კონკრეტულ რეკომენდაციებს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ.
„გუშინ პრესსპიკერმა მოუწოდა თბილისის ხელისუფლებას, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიოს არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები, თუმცა აღნიშნა, რომ ამ სიტუაციის მოგვარების გზები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია“, – წერს The Financial Times-ი.
0
0