
Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს.
ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც 8 ნოემბერს გამოქვეყნდება, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უკრაინის პროგრესის შეფასებაც იქნება წარმოდგენილი.
ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიშით შეფასდება ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების პროგრესი, თუ რამდენად მიუახლოვდნენ ბლოკში გაწევრიანებისთვის საჭირო ეკონომიკურ, სამართლებრივ თუ სხვა კრიტერიუმებს.
Reuters-ი ასევე წერს, რომ შეფასების გამოქვეყნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერები 14-15 დეკემბერს სამიტზე შეიკრიბებიან, სადაც მოსალოდნელი იქნება გადაწყვეტილების მიღება - დაიწყება თუ არა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ ფორმალური მოლაპარაკებები.
ვენეციის კომისიის 9 ოქტომბრის შეფასების მიხედვით, ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული უკრაინის სამართლებრივი აქტები გაუმჯობესებულია, თუმცა მეტის გაკეთებაა საჭირო. როგორც Reuters-ი წერს, მოსალოდნელია, ევროკომისიამ განახლებულ ანგარიშშიც მსგავსი შეფასება შეიტანოს.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ შესაძლოა, უკრაინის მსგავსი რეკომენდაციები მოლდოვამაც მიიღო
0
0