-share.jpg)
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გერმანიაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა.
მისი განცხადებით, საქართველოს დელეგაციამ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ბერლინში.
„რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები. პირველი, ევროკავშირის შემდგომი გაფართოების პროცესს გერმანია უყურებს, როგორც შედეგზე ორიენტირებულ პროცესს და არა პროცესს პროცესისთვის. მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატობა, შემდეგ მოლაპარაკებები, ამ ყველაფრის ბოლოს იქნება აუცილებლად ევროკავშირის წევრობა.
მეორე, გერმანია ხედავს ევროკავშირს როგორც ლისაბონიდან თბილისამდე, ეს ხედვა არის, რომ პრაქტიკული პოლიტიკის ნაწილიც და მიზანიც გაფართოების უნდა იყოს, რომ ეს სივრცე იქნას მოცული ევროკავშირის მხრიდან.
მესამე, ჩვენ ბევრის მხრიდან მოვისმინეთ, რომ ივნისში მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი იყო არასწორი, უმჯობესი იქნებოდა, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ჰქონოდა კანდიდატის სტატუსი მინიჭებული, თუმცა აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის, რომ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ეტაპზე, სწორედ ეს გადაწყვეტილება მიიღონ", განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე შეფასებით, საერთო ჯამში, საქართველოს აქვს სრული მხარდაჭერა გერმანიის მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, საქართველო არამხოლოდ იმის გამო, რომ ის ისწრაფვის ევროკავშირში არის მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანი არის როგორც ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონული მშვიდობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას.
"მავე დროს, საქართველო, ქვეყანა რომელიც მდებარეობს შუა დერეფანში ევროპასა და აზიას შორის ენერგომატარებლების მიწოდების კუთხით არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ევროკავშირის ენერგო დამოუკიდებლობისთვის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
0
0