ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ გეგმავს ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმს კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სახელი დაერქვას, რუსეთის ციხეში მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ.
ამის შესახებ მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ჩასვლისას განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ უნდა გაუგზავნოს პოლიტიკური მხარდაჭერის სიგნალი რუსეთის ოპოზიციას ნავალნის სიკვდილის შემდეგ.
ბორელმა ახსენა რუსეთში შაბათ-კვირას გამართული დემონსტრაციები.
"ჩვენ უნდა გავუგზავნოთ მხარდაჭერის მესიჯი რუსეთის ოპოზიციას, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ომის მიმდინარეობას, რადგან არ ჩანს, რომ პუტინი მზად არის შეაჩეროს იგი", - თქვა ევროპის უმაღლესმა დიპლომატმა.
„ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად, მე შევთავაზებ მინისტრებს, რომ ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმს ვუწოდოთ ნავალნის სახელი“, - თქვა ბორელმა.
მისი თქმით, ამ გზით ნავალნის სახელი სამუდამოდ იქნება ასოცირებული ევროკავშირის მუშაობასთან ადამიანის უფლებების დასაცავად.
0
0