08/09/2023
22:40
პოლიტიკა
იყო სამი ქვეყნის ვარიანტი, აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი ვისაც ჰქონდა გაკეთებული მას უთხრეს უარი - ეს არის გაუგებრობა, რატომ არ გვინდა მარტივად ვთქვათ, რომ ეს შეცდომა მოუვიდათ, როგორც ჩვენც მოგვდის ხოლმე შეცდომები, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტის მდგომარეობას იმხელა მნიშვნელობა არ ექნება, რამხელაც ფრონტზე და საერთაშორისო სივრცეში არსებულ ვითარებას.
„არა მგონია, ბორელს ჰქონოდა შესაძლებლობა, რომ დიდად განსხვავებული პოზიცია შემოეთავაზებინა, რადგან მან წესით არ უნდა გაუსწროს დროს. ერთადერთი, რაც მკაფიოდ ითქვა პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულება იყო - „გაჩერდით, თავი დაანებეთ პრეზიდენტსო“ ფაქტობრივად, ეს პოზიცია დაიკავა და ვთვლი, რომ კიდევ რბილად განაცხადა. მგონია, რომ მომავალი გადაწყვეტილებისთვის 12 პუნქტის მდგომარეობას არ ექნება იმხელა მნიშვნელობა, რამხელაც იმ მდგომარეობას, რაც ფრონტზე შეიქმნება, როგორი სიტუაციაც საერთაშორისო სივრცეში იქნება და ა.შ.
დღეს ღარიბაშვილმა რამდენჯერმე თქვა და ველოდი, რომ რაღაც პასუხი იქნებოდა, იმაზე, რომ ევროკავშირმა დაუშვა შეცდომა. მართლა შეცდომა იყო სამი კანდიდატიდან ერთ-ერთს რომ ტოვებ, რა თქმა უნდა, შეცდომაა და ფაქტობრივად, ტოვებ რუსეთის ხელში. იგივე გეოპოლიტიკური ვითარების არეალში ვართ შესული, თან გაცილებით ადრე. არ ვიტყოდი, რომ აუცილებლად იგულისხმება, რომ არ უნდა გააკრიტიკო ის, ვისზედაც ორიენტაცია გაქვს - მშობელს აკრიტიკებს შვილი, ხელისუფლებას აკრიტიკებს ნებისმიერი მოქალაქე. იყო სამი ქვეყნის ვარიანტი, აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი ვისაც ჰქონდა გაკეთებული მას უთხრეს უარი - ეს არის გაუგებრობა, რატომ არ გვინდა მარტივად ვთქვათ, რომ ეს შეცდომა მოუვიდათ, როგორც ჩვენც მოგვდის ხოლმე შეცდომები“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
0
0