20/12/2023
12:19
მსოფლიო
ევროპარლამენტმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ოთხშაბათს მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას საერთო მიგრაციის პოლიტიკის რეფორმის შესახებ. ამის შესახებ განაცხადა ევროკომისარმა საშინაო საქმეთა საკითხებში ილვა იოჰანსონმა.
„ჩვენ შევთანხმდით ყოვლისმომცველ პაკეტზე მიგრაციისა და თავშესაფრის პოლიტიკის შესახებ ჩვენი გარე საზღვრების უკეთესი დაცვისთვის, მეტი სოლიდარობისთვის, თავშესაფრის მაძიებელთა მეტი დაცვისთვის, ჩვენი ევროპული ღირებულებებიდან გამომდინარე“, - თქვა იოჰანსონმა ვიდეომიმართვაში.
რეფორმების კომპლექსს, რომელსაც „მიგრაციისა და თავშესაფრის პაქტი ჰქვია“, ჯერ კიდევ მოუწევს ოფიციალური დამტკიცების პროცესის გავლა. ის მოიცავს ახალ წესებს, რათა გამკაცრდეს კონტროლი გარე საზღვრებზე, დააჩქაროს თავშესაფრის მოთხოვნის განხილვა და უფრო ეფექტურად გააძევოს ისინი, ვისაც არ აქვს უფლება დარჩეს ევროკავშირში. რეფორმა ასევე გულისხმობს მიგრანტების სამართლიან განაწილებას ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში, რამაც უნდა შეამციროს ტვირთი „პირველი ხაზის“ ქვეყნებზე, რომლებიც არალეგალური იმიგრანტების ნაკადის წინაშე დგანან.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024