28/11/2024
10:46
პოლიტიკა
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, ინფორმაციისა და პრესის განყოფილების უფროსის მოადგილეს, პიერ სალიერს და პროექტის მენეჯერს, ანტონიო დალ-ბორგოს ხვდებიან.
შეხვედრაზე იმყოფებიან დავით კირთაძე, გიორგი სიორიძესა და ანა კობახიძე.
როგორც დავით კირთაძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ყველა იმ დარღვევაზე მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც არჩევნებამდე და არჩევნების დღეს მიმდინარეობდა.
მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები ყველაზე არასამართლიანი და გაუმჭვირვალე იყო.
„დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებთან. ჩვენ მათ მივაწვდით ინფორმაციას წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, რამაც საბოლოოდ, ხელისუფლებისა და ცესკოს-ს მხრიდან არჩევნების მიტაცება გამოიწვია. ეს იყო ყველაზე არასამართლიანი, გაუმჭვირვალე არჩევნები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავდა",-განაცხადა კირთაძემ.
0
0