06/09/2022
12:00
პოლიტიკა
საქართველო ამერიკელებისთვის ყოველთვის წარმოადგენდა ქვეყანას, რომელიც კონკურენციის ზღვარზე იმყოფება. თქვენ იხლიჩებით რუსეთს, რაც წარსულს წარმოადგენს და ახალგაზრდა ქართველების სურვილს შორის, რომლებიც უკეთეს მომავალს ხედავენ, – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა მაკკეინის კონფრენეციაზე – „დიდება უკრაინას“.
„ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ მას ამდენი ამერიკელი სტუმარი ესწრება. საქართველო ამერიკელებისთვის ყოველთვის წარმოადგენდა ქვეყანას, რომელიც კონკურენციის ზღვარზე იმყოფება. თქვენ იხლიჩებით რუსეთს, რაც წარსულს წარმოადგენს და ახალგაზრდა ქართველების სურვილს შორის, რომლებიც უკეთეს მომავალს ხედავენ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე ცხადია, რომ სულ უფრო მეტი ამერიკელი და ევროპელი ხვდება შავი ზღვრის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას. საქართველო მდებარეობს ერთი მხრივ შავი ზღვის სანაპიროზე და მას აქვს პოტენციალი გახდეს კარიბჭე ევროპასა და ევრაზიას შორის, აქვს უდიდესი ეკონომიკური პოტენციალი. საბედნიეროდ, აშშ, როგორც იქნა, ხვდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს და რომ ამას უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.
გენერალს ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს საქართველოს ევროპულ მომავალსა და დეოლიგარქიზაციაზე.
„ჩემი აზრით, თავად ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება. დიახ, ჩემთვის ეს გამოწვევებით აღსავსე სტანდარტებია, თუმცა ყველა მათგანის მიღწევა შესაძლებელია, თუ ქართველები ჩათვლიან, რომ მათი შესრულება ნამდვილად ღირს. ამ რეკომენდაციებშია არაფერი არაგონივრული არაა. ჩემი აზრით, საქართველომ უნდა შეასრულოს როლი, რომლითაც ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გახდება. ბევრი ადამიანი უყურებს რუკას და ხედავს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა კავკასიაში, როგორც კარიბჭისა ევროპასა და ევრაზიას შორის. ყველა ხედავს ამ გეოგრაფიულ მდებარეობას, მაგრამ მათ უნდა დაიჯერონ, რომ საქართველოში ინვესტიციების დაბანდებისთვის კანონები საქართველოში სამართლიანია, უზრუნველყოფილია ფინანსური სისტემის გამჭვირვალობა და არსებობს სამუშაო ძალა, რომელიც მზადაა მუშაობისთვის. მე ვიცი, რომ საქართველოს ჰყავს უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელთაც უნდათ მუშაობა. ამიტომ პასუხისმგებლობის ტვირთი ეკისრება მთავრობა, რომ გადადგას საჭირო ნაბიჯები“, – აღნიშნა ჰოჯესმა.
ამასთან, გენერალს შეკითხვა დაუსვეს სანქციებზე, რომელზეც საუბრობენ უკრაინაში. მისი თქმით, სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის მთავრობის მისაღებია.
„მაგრამ მე ძალიან მიკვირს, როგორ შეიძლება იმ პირობებში, როდესაც საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, როგორ შეიძლება 100 პროცენტით არ დადგეთ სრულად უკრაინის მხარეს. როგორც მოხდა, რომ საქართველოს მთავრობა არ გმობს რუსეთს, როგორც აგრესორს“, – აცხადებს ჰოჯესი.
შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა ის ბიძინა ივანიშვილს არაფორმალურ მმართველად, გენერალმა აღნიშნა: „როგორც ჩანს, ივანიშვილის აქვს დიდი გავლენა აქ, მაგრამ ჩვენი დემოკრატია თავდასხმის ქვეშაა ყველგან. მათ შორის აშშ-ში. ჩვენ აშშ-შიც ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენი დემოკრატიის დასაცავად. ეს მნიშვნელოვანია. ამიტომ, რაც მოხდება საქართველოში, უკრაინაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, მოითხოვს გამჭვირვალობას. თქვენი, ჟურნალისტების საქმიანობა ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ არსებობენ მნიშვნელოვანი ჟურნალისტები, როლებიც ახლა ციხეში არიან. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა გამჭვირვალობისთვის და ჩვენი ლიდერების ანგარიშვალდებულებისთვის“, – აცხადებს გენერალი.
ჟურნალისტებმა ასევე შეკითხვა დასვეს კონფერენციასთან დაკავშირებით, რომელსაც არ ესწრებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. ჟურნალისტების თქმით, ისინი ამის მიზეზად ასახლებენ, რომ კონფრენციაზე შეკრებილი არიან რადიკალები, რომლებიც რეჟიმის ცვლილებაზე მსჯელობენ.
„მე ამისთვის ნამდვილად არ ვარ თბილისში და არავინ, ვისაც ვიცნობ, არ არის აქ იმ ნონსენსზე საუბრისთვის, რაც ახსენეთ. მთავრობის წევრებს არ უნდა ეშინოდეთ დებატების, პროტესტის, ჟურნალისტების. პირიქით, ისინი უნდა მიესალმონ შესაძლებლობას, რომ კამერების წინ დადგომა და კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლიათ და შეუძლიათ, აუხსნან საქართველოს ხალხს ან ნებისმიერი ქვეყნის ხალხს, თუ რატომ აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ. დემოკრატია არ არის ბალეტი, ის უფრო რაგბი მსგავსია და ქართველებმა იციან რაგბის თამაში. დემოკრატია ხისტი, კონტაქტური თამაშია. მაგრამ ის გაცილებით უკეთესია, რადგან მას შეუძლია, გამოათავისუფლოს ახალგაზრდა ადამიანები ნიჭი“, – აღნიშნა ჰოჯესმა.
გენერალმა ასევე კომენტარი გააკეთა მოსაზრებაზე, რომ საქართველოს ომში ჩართვა სურთ.
„ეს არის აბსოლუტური ნონსენსი. ჩვენი ელჩი კელი დეგნანი არის ერთ-ერთი საუკეთესო დიპლომატი, ის პროფესიონალია და ვამაყობ, რომ ასეთი ადამიანები გვყავს. ვიცი, რომ საელჩოს აკრიტიკებენ ან ადანაშაულებენ და ეს აბსოლუტური ნონსესია. ჩვენ გაკვირვებული ვართ, რომ საქართველოს მთავრობა არ გმობს რუსეთს, როგორც აგრესორს. საქართველოს შავი ზღვის ქვეყანა, ისევე როგორც უკრაინა. საქართველოს მომავალი დაუყოვნებლივ იქნება უკეთესი, როდესაც უკრაინა დაამარცხებს რუსეთს. და ჩემი აზრით, საქართველოს მთავრობა უნდა იდგეს ისტორიის სწორ მხარეს“, – აცხადებს ჰოჯესი.
0
0