26/10/2025
12:04

დამოუკიდებელმა კანდიდატმა კეტრინ კონოლიმ ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
მისმა ცენტრისტ-მემარჯვენე ოპონენტმა, ჰეზერ ჰამფრისმა, დამარცხება აღიარა, მას შემდეგ, რაც ხმების წინასწარი დათვლის შედეგად გამოვლინდა, რომ კონოლიმ ამომარჩეველთა ხმების უმრავლესობა მოიპოვა.
არჩევნების საბოლოო შედეგი ჯერჯერობით არ არის დათვლილი, თუმცა წინასწარი მონაცემებით კონოლი თითქმის ორჯერ უსწრებს თავის ერთადერთ მეტოქეს - მმართველი პარტია "ფინე გელის" კანდიდატ ჰეზერ ჰემფრის.
წინასწარი მონაცემებით, კონოლი იღებს ხმათა 60 პროცენტზე მეტს, ჰემფრისი - 30 პროცენტზე ნაკლებს.
ჰამფრისმა კონოლის გამარჯვება მიულოცა: „კეტრინი ყველა ჩვენგანის პრეზიდენტი იქნება და ის ჩემი პრეზიდენტიც იქნება და მე ნამდვილად მინდა, მას ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო“.
68 წლის კონოლი მწვავე კრიტიკოსია როგორც ევროკავშირის, ასევე შეერთებული შტატების და გმობს ევროკავშირის სამხედრო ხარჯების გაზრდის გეგმებს. ის ასევე ღიად აკრიტიკებს ისრაელს ღაზაში შეჭრას.
ყოფილმა ადვოკატმა ახალგაზრდა ირლანდიელი ამომრჩევლების მხარდაჭერა მას შემდეგ მოიპოვა, რაც საბინაო კრიზისში მთავრობის პოლიტიკა დაადანაშაულა.
როგორც დასავლური მედია წერს, ხმის მიცემის შედეგებმა ნათლად აჩვენა, თუ რომელი იდეები და მიმართულებებია ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანი.
0
0