08/03/2022
15:13
პოლიტიკა
რიჩარდ ჩარნეცკის თქმით, ეს არ არის უბრალოდ მათი კეთილი სურვილი, არამედ უფრო რეალობის გაცნობიერებაა, რადგან არ შეუძლიათ, მიიღონ გაყოფილი ეროპა.
„რკინის ლედიმ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარგარეტ ტეტჩერმა გამოიყენა ძალიან ცნობილი წინადადება – არ არის ალტერნატივა (ტინა). ეს ძალიან კარგი მეტაფორაა არსებული სიტუაციისთვის, რადგან პრაქტიკულად არ არსებობს რაიმე ალტერნატივა ევროკავშირის მხრიდან ძალიან მკაფიო, ძალიან ძლიერი გზავნილის გარდა, რომ კარი უნდა გავუღოთ საქართველოს, მოლდოვას, უკრაინას.
ეს არ არის უბრალოდ ჩვენი კეთილი სურვილი, ეს უფრო რეალობის გაცნობიერებაა, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია, მივიღოთ გაყოფილი ეროპა. ეს სიტუაცია კარგი მიზეზი და კარგი გამონაკლისია ჩვენს ევროპულ ბორტზე თბილისის, კიევისა და კიშინიოვის მოსაწვევად, არა მხოლოდ კულტურული და ისტორიული მიზეზებით, არამედ პოლიტიკური მიზეზებითაც – საქართველო უნდა იყოს ევროკავშირის შიგნით“, – განაცხადა რიჩარდ ჩარნეცკიმ.
0
0