19/12/2024
11:57
მსოფლიო
ევროკავშირის ლიდერები დღეს დაგეგმილ სამიტზე აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინის მხარდაჭერის შესახებ მკაფიო სიგნალს გაუგზავნიან, - ამის შესახებ Reuters-ი სამიტის დასკვნითი დოკუმენტის პროექტზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ცნობით, ლიდერები ასევე განიხილავენ უსაფრთხოების სფეროსა და ეკონომიკურ გამოწვევებს, რომელსაც დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება გამოიწვევს.
ამასთან, ლიდერები ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებენ და კიდევ ერთხელ დაადასტურებენ თავიანთ ურყევ ვალდებულებას, მხარი დაუჭირონ უკრაინის იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
„რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს“, - ნათქვამია ევროკავშირის დასკვნის პროექტში და ხაზგასმულია, რომ უკრაინასთან დაკავშირებით არანაირი ინიციატივა არ უნდა მიიღონ კიევის ჩართულობის გარეშე.
Reuters-ი წერს, რომ ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა დოკუმენტის პროექტი „აშშ-სთვის მკაფიო სიგნალის გაგზავნად“ შეაფასა.
ლიდერები ასევე განიხილავენ ევროკავშირისა და აშშ-ის ურთიერთობების გაფართოების საკითხს.
0
0