04/09/2022
17:16
პოლიტიკა
ვიმედოვნებ, ევროკავშირის პოზიცია არის გამომაფხიზლებელი მოწოდება იმისკენ, რაც უნდა გაკეთდეს, ვფიქრობ, ევროკავშირის გეგმაში თითოეული პუნქტი არის მნიშვნელოვანი. ეს არ არის მენიუ, საიდანაც უნდა აირჩიო, ყველა მათგანი უნდა შესრულდეს, – ამის შესახებ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა დევიდ კრამერმა ევროკავშირის 12 პუნქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი ხალხი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას და ამ მიმართულებით ქვეყანა სწორ ადგილასაა.
„ვფიქრობ, გამოწვევები, რომლებიც საქართველოს წინაშეა, სერიოზულია, თუმცა გამოწვევებს შორის არ არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა ევროკავშირისა და ნატო-ში გაწევრიანების მიმართ. ამიტომ ვფიქრობ, ქვეყანა სწორ ადგილასაა, ვფიქრობ, არის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგას მთავრობამ. ვიმედოვნებ, ისინი ამ ნაბიჯებს გადადგამენ, რომ საქართველომ გააგრძელოს თავისი გზა ევროატლანტიკური ინსტიტუტებისკენ. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის პოზიცია არის გამომაფხიზლებელი მოწოდება იმისკენ, რაც უნდა გაკეთდეს აქ. ვფიქრობ, რომ ევროკავშირის გეგმაში თითოეული პუნქტი არის მნიშვნელოვანი. ეს არ არის მენიუ, საიდანაც უნდა აირჩიო, ყველა მათგანი უნდა შესრულდეს“, – აღნიშნა დევიდ კრამერმა.
ამასთან, კრამერი შეფასებით, ყველა პუნქტი მნიშვნელოვანია და სხვა საკითხებთან ერთად, დეოლიგარქიზაციის საკითხის მოგვარებით შესაძლებელია, ვიხილოთ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან და შემდეგ წევრობასთან დაახლოება.
„დეოლიგარქიზაცია არის ძალიან მნიშვნელივანი, თუმცა ყველა მათგანი მნიშვნელოვანია. დეოლიგარქიზაცია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვები. ამ მხრივ პრობლემების შესახებ ჩემი შეხედულებები წარსულში გამომითქვამს. ჩემი შეხედულებები არ შეცვლილა. ვფიქრობ, ეს არის საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს სერიოზულად და ვიმედოვნებ, რომ თუ ის მოგვარდება სხვა საკითხებთან ერთად, მაშინ ჩვენ შევძლებთ, ვიხილოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსთან და შემდეგ წევრობასთან დაახლოება“, – აღნიშნა დევიდ კრამერმა.
ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ დევიდ კრამერმა განაცხადა, რომ აბსურდია საუბარი, თითქოს აშშ-ს სურს, საქართევლო ომში ჩაებას.
„რუსული პროპაგანდა ცდილობს, დაადანაშაულოს აშშ და ევროპა. რა თქმა უნდა, აბსურდია იმის განცხადება, რომ აშშ-ს სურს, საქართველო ომში ჩაებას. საქართველოს უკვე ჰქონდა ომი და მას არ სჭირდება კიდევ ერთი. ჩვენ ვიხილეთ სოლიდარობა, რომელსაც ქათველი ხალხი გამოხატავს უკრაინის მიმართ, ჩვენ ვიხილეთ უკრაინის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოსული ათასობით ქართველი. ამ კონფერენციის სახელწოდებაა „დიდება უკრაინას“. ვფიქრობ, იყო გარკვეული შეშფოთებები სამთავრობო დონეზე, თუმცა ეს არის აბსოლუტურად სასაცილო, იმის მტკიცება, რომ აშშ-ს სურს საქართვრლოს ომში ჩათრევა და ყველა, ვინც ამას ამბობს, კრემლის პროპაგანდას კითხულობს“, – განაცხადა დევიდ კრამერმა სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან, სადაც თბილისის საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას“ მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდა.
0
0