ნიდერლანდელმა ამომრჩევლებმა, ევროკავშირის მასშტაბით, ოთხდღიან კენჭისყრის პროცესში მონაწილეობის მიღება უკვე დაიწყეს. ეგზიტპოლების მიხედვით, მემარცხენე-მწვანეთა ალიანსსა და ანტიისლამური პოპულისტის გერტ უილდერსის „თავისუფლების პარტიას“ შორის მწვავე კონკურენციაა. მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტიები, როგორც ჩანს, დიდ წარმატებას მიაღწევენ ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში.
მიუხედავად იმისა, რომ მწვანე-ლეიბორისტული ალიანსი ევროპარლამენტში უფრო მეტ ადგილს დაიკავებს, უილდერსის „თავისუფლების პარტია“ დიდი მიღწევების გზაზეა. ევროპული კანონის თანახმად, საბოლოო შედეგები არ გამოქვეყნდება მანამ, სანამ ყველა ქვეყანაში არ დაფიქსირდება ამომრჩეველთა ხმები. ინდოეთის შემდეგ, მსოფლიოში მეორე მასშტაბურ დემოკრატიულ არჩევნებში 373 მილიონამდე ევროპელს აქვს ხმის მიცემის უფლება.
Ipsos I&O-ს გამოკითხვის თანახმად, 20-30,000 ნიდერლანდელი ამომრჩევლის გათვალისწინებით, 35 საარჩევნო უბანზე, ნიდერლანდური მემარცხენე ცენტრის ალიანსი ყოფილი ევროკომისრის ფრანს ტიმერმანსის მეთაურობით 8 მანდატს მოიპოვებს - უაილდერსის „თავისუფლების პარტიასთან“ შედარებით, ერთით მეტს. ამომრჩეველთა აქტივობა 47%-ით განისაზღვრა, რაც 5 წლის წინანდელთან შედარებით 5 პუნქტით მეტია.
ეგზიტპოლის მიხედვით, ამ არჩევნებზე მოსალოდნელია საფრანგეთში, ბელგიაში, ავსტრიასა და იტალიაში ულტრამემარჯვენე პარტიების გამარჯვება. ევროპარლამენტის შემადგენლობაში მემარჯვენეების სასარგებლოდ ნებისმიერმა არსებითმა ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ევროკავშირის პოლიტიკაზე კლიმატის ცვლილების, სოფლის მეურნეობისა და პოტენციურ თავდაცვის საკითხებში.
0
0