17/03/2023
15:07
მსოფლიო
ევროკავშირი მომავალ კვირას 1,5 მილიარდ ევროს მეორე ტრანშს უკრაინას 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში გადასცემს.
ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკიმ Twitter-ზე განაცხადა, იუწყება Ukrinform.
„ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც სჭირდება. ჩვენ ველით მეორე MFA+ ტრანშს 1,5 მილიარდი ევროს ოდენობით, გადაუდებელი დახმარების სახით, მომავალ კვირას, რათა დავეხმაროთ უკრაინას გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებაში“ - წერს დომბროვსკისი.
როგორც ცნობილია, 10 დეკემბერს ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა ევროკომისიის წინადადებას უკრაინის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის შესახებ 2023 წელს. უკრაინის ახალი მაკროფინანსური დახმარების პროგრამა 18 მილიარდ ევროს შეადგენს.
17 იანვარს უკრაინამ მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში 3 მილიარდი ევროს პირველი ტრანში მიიღო.
0
0