06/09/2022
22:52
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს დღევანდელი სხდომა ცხადყოფს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა თვისობრივად მაღალ დონეზე გადავიდა და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას.
მისივე თქმით, მოუთმენლად ელოდება საქართველოში წინსვლის ნახვას ევროპულ გზაზე.
„დღევანდელი შეხვედრა, მეშვიდე საბჭოს სხდომა არის იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, ეს სხდომა ცხადყოფს, რომ ჩვენი ურთიერთობა თვისობრივად მაღალ დონეზე გადავიდა და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას. მოუთმენლად ველი საქართველოში წინსვლის ნახვას ამ გზაზე და იმედი მაქვს, მთელი ეს პოლიტიკური ძალები საქართველოში, აი ამ ისტრიულ შესაძლებლობას გამოიყენებს და გაზრდის ძალისხმევას იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს და ევროკავშირს კიდევ უფრო დაუახლოვდეს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიის საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
0
0