26/04/2023
12:57
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ევროკავშირი "რეკორდულად მილიტარიზდება" და ამ მხრივ ევროკავშირსა და ნატოს შორის "ძალიან მცირე" განსხვავებაა.
„რუსეთს არაერთხელ ტყუილად დაჰპირდნენ, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა,“ - აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნული კომენტარი ახლახანს ხელმოწერილ დეკლარაციაზე საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, დეკლარაციის მიხედვით, ნატო უზრუნველყოფს ევროკავშირის 27 ქვეყნის უსაფრთხოებას. ევროკავშირი-ნატოს "სტრატეგიული პარტნიორობის" შესახებ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ უკრაინაში რუსული არმიის შეჭრა "ევროატლანტიკური უშიშროებისთვის ყველაზე მძიმე საფრთხეს წარმოადგენს ბოლო ათწლეულების განმავლობაში".
დეკლარაცია ხაზს უსვამს "ევროკავშირისა და ნატოს თანამშრომლობის აუცილებლობას უსაფრთხოების მზარდი რისკებისადმი დასაპირისპირებლად" და ხელს უწყობს ნატოს წევრების სრულ ჩართულობას, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები და ევროკავშირის წევრებს, რომლებიც არ არიან ნატოს ქვეყნები. დეკლარაციაში არ არის ნათქვამი, რომ ნატო ევროკავშირის ქვეყნების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
0
0