
ევროკავშირი გეგმავს თანდათანობით გააუქმოს უკრაინის მოქალაქეებისთვის მიღებული დაცვის პაკეტი, ალბათ საქართველოსაც მოუწევს უკრაინელი ლტოლვილების მიმართ, ევროკავშირთან სინქრონიზებული ნაბიჯების გადადგმა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.
"ალბათ საქართველოსაც მოუწევს უკრაინელი ლტოლვილების მიმართ, ევროკავშირთან სინქრონიზებული ნაბიჯების გადადგმა. მათი დროებითი დაცვის სანაცვლოდ, ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციების თანახმად, ბრიუსელმა შეიძლება უკრაინელ ლტოლვილებს სახლში დაბრუნებაში, ან სამუშაოსა და სწავლის საფუძველზე, ბინადრობის ნებართვის მიღებაში დაეხმაროს. ევროკავშირი გეგმავს თანდათანობით გააუქმოს უკრაინის მოქალაქეებისთვის მიღებული დაცვის პაკეტი, რომლებმაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის გამო დატოვეს საკუთარი ქვეყანა.
ევროკავშირის საბჭოს მიერ სამშაბათს, 16 სექტემბერს, მიღებული ზოგადი რეკომენდაციები - მიზნად ისახავენ ლტოლვილების უკრაინაში დაბრუნების, ან ევროკავშირის ქვეყნებში სხვა კანონიერი ბინადრობის სტატუსების მიღების უზრუნველყოფას. ევროკავშირის მიზანია უზრუნველყოს, რომ უკრაინაში დაბრუნება „განხორციელდეს თანდათანობით და მდგრადი რეინტეგრაციის აქცენტით“.
კერძოდ, ევროკავშირის მთავრობებს შეუძლიათ უკრაინელ ლტოლვილებს უკრაინაში „გაცნობითი ვიზიტების“ უფლება მისცენ. არაა გამორიცხული, რომ მსგავსი "გაცნობითი ვიზიტების" სერვისი მათ საქართველომაც შესთავაზოს. ერთგვარი "ბარტერის" სახით - უკრაინის მხრიდან საქართველოში ტროტილისა და ჰექსოგენის მიწოდების ნაცვლად, ჩვენ უკრაინას ბრძოლისუნარიან მამაკაცებს გავუგზავნით - ევროსაბჭოს მიერ შემოღებული რეკომენდაციების საუკეთესო ტრადიციებში." - წერს ქართველიშვილი
0
0