
ევროკავშირი და აშშ მზად არიან, სანქციებით ზეწოლა გააგრძელონ მოსკოვზე, თუ ის სერიოზულად არ მოეკიდება სამშვიდობო მოლაპარაკებებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბრიუსელში ვიზიტისას განაცხადა.
ფრიდრიხ მერცის თქმით, ევროპა მხარს უჭერს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმას, რუსეთსა და უკრაინას შორის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
„ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო სოლიდარობით, გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. მხარს დავუჭერთ მათ, რათა შეძლონ, ეფექტურად დაცვის გაგრძელება, მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ასევე განვახორციელოთ შემდგომი ზეწოლა რუსეთზე. მოვუწოდებთ რუსეთს, ბოლოს და ბოლოს დაადგეს ნამდვილი სამშვიდობო მოლაპარაკებების გზას. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ არ დავაყოვნებთ, ევროპელ პარტნიორებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, კიდევ უფრო გავზარდოთ ზეწოლა სანქციებით“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
0
0