
[ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა - ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის ახლაც მზად ვართ! ახლაც პირნათლად ვასრულებთ ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც ევროკავშირის წინაშე გვაქვს აღებული! სრულად ვაკმაყოფილებთ სტანდარტს, რასაც კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფო უნდა აკმაყოფილებდეს! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლადო ბოჟაძემ გააკეთა. განუცხადა.
ბოჟაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მხრიდან ადგილი აქვს უსამართლო დამოკიდებულებას, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია.
“ჩვენ ჩვენის მხრივ ვალდებულებების შესრულებას ვაგრძელებთ. დემოკრატია საფრთხეში არ არის.
კანონმდებლობა, რომელზეც თავის დროზე ევროკავშირი გვსაყვედურობდა, ევროკავშირმა ახლა თავად მიიღო. გამჭვირვალობის შესახებ კანონი ერთადერთ რამეს - სამოქალაქო სექტორის გამჭვირვალობას ითხოვდა. ახლა ეს პროცედურა თავად ევროკავშირშია დაწყებული, ისევე როგორც საყვედურებს ვისმენდით აშშ-დან და აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა USAID და NED საერთოდ დახურა.
ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ იმ სტანდარტს, რასაც კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფო უნდა აკმაყოფილებდეს - მათ შორის კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.
ჩვენ პრობლემა გვაქვს არა ევროკავშირთან, არამედ ევროკავშირის ბიუროკრატიასთან, რაც უკრაინის ომს და ასევე, იმ ცრუ მოლოდინებს უკავშირდება, რაც ევროკავშირის ბიუროკრატიას ჰქონდა.
დარწმუნებული ვართ, უახლოეს მომავალში, როგორც კი რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება, ეს დამოკიდებულება შეიცვლება“, - განაცხადა ბოჟაძემ.
0
0