30/05/2023
11:14
მსოფლიო
ეუთოს საერთაშორისო დამკვირვებლებმა თურქეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები სრულად თავისუფლად და სამართლიანად არ აღიარეს. მეორე ტურის შესახებ მათ ანგარიშში ნათქვამია, რომ ადგილი ჰქონდა მიკერძოებას და ამომრჩეველზე ზეწოლას, მათ შორის - სახელმწიფო მედიის მხრიდან.
როგორც ეეუთოს მოხსენებაშია აღნიშნული თავად არჩევნების ორგანიზება შეესაბამებოდა დემოკრატიულ პროცედურებს და ამომრჩეველს კანდიდატების თავისუფლად არჩევის შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა საარჩევნო კამპანიაში გამოყენებული იყო ოპონენტების მადესკრიდიტებელი გამოთქმები, სახელმწიფო მედია მოვლენებს მიკერძოებულად აშუქებდა, ადგილი ჰქონდა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასაც, რამაც კანდიდატთა არათანაბარ პირობებში ბრძოლა და რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის პრივილეგირებული მდგომარეობა განაპირობა.
ცნობისთვის: 28 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მასში 14 მაისის არჩევნების პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატები - მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ოპოზიციონერი ქემალ ქილიჩდაროღლუ იღებდნენ მონაწილეობას.
თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელის აჰმედ იენერის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და იგი ხელახლა აირჩიეს თურქეთის პრეზიდენტად.
აჰმედ იენერმა ოფიციალურად გამოაცხადა არჩევნების შედეგები და აღნიშნა, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა ხმათა 52.14% მიიღო.
რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის პრეზიდენტად ახალი ვადით არჩევა მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს ლიდერმა მიულოცა.
0
0