
გამოცემა Euractiv-ის ინფორმაციით, გასულ წელს ევროკავშირმა რუსეთიდან 709 მილიონი ევროს ღირებულების თევზი შეიძინა.
როგორც Euractiv-ი წერს, რუსული თევზის უმსხვილესი იმპორტიორები იყვნენ ნიდერლანდები, გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი.
გამოცემის ცნობით, რუსეთის ორი უმსხვილესი კომპანიის თევზსაჭერი გემები ცოტა ხნის წინ ევროკავშირის წყლებში სახელმწიფო ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს, რასაც სანქციების დაწესება უნდა მოჰყოლოდა, თუმცა, ევროკომისიამ უარყო თევზის იმპორტზე დამატებითი შეზღუდვების დაწესების მოწოდებები.
Euroactiv-ის ინფორმაციით, ევროკავშირის მრავალი წევრი ქვეყანა ამ იდეას სიფრთხილით ეკიდება.
საჯარო განცხადებებში ევროკომისია აცხადებს, რომ საკმარისი ძალისხმევა გასწია რუსული თევზის გამოყენების ეტაპობრივად შესაჩერებლად. ხიზილალის იმპორტი აიკრძალა შამპანურთან და ბრილიანტებთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მათ ძალიან მცირე რაოდენობით აწვდიდა.
თუმცა, სხვა თევზის პროდუქტები, განსაკუთრებით ვირთევზა და პოლოკი კვლავ შედიოდა, ზოგიერთი კი - განბაჟების გარეშე. ევროკავშირმა ამ იმპორტს 2024 წლიდან უარი უთხრა რაიმე სახის სატარიფო ფასდაკლებაზე, მაგრამ მასშტაბური მიწოდება გრძელდება.
0
0