22/06/2023
16:58
სამხედრო
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტში ოკუპირებულ ცხინვალში დაფუძნებული ბანკი მოხვდა.
"ეხო კავკაზას" მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, "საერთაშორისო საანგარიშგებო ბანკმა" ოფისები გახსნა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში. ცხინვალში დაფუძნებული ბანკი რუსეთის ცენტრალური ბანკის კონტროლის ქვეშ არის.
"ბანკი პასუხისმგებელია იმ ქმედებების მატერიალურ და ფინანსურ მხარდაჭერაზე, რომლებიც ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას", - ნათქვამია დოკუმენტში.
ამერიკული საერთაშორისო გამოცემა The Washington Post-ი 2018 წელს წერდა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი "გადაიქცა ფინანსურ ოფშორად, რომლის მეშვეობით რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებს აფინანსებს".
შეგახსენებთ, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ, სანქციების მე-11 პაკეტზე 22 ივნისს შეთანხმდა.
0
0