
რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ დაუსწრებლად გამოიტანა განაჩენი საქართველოს 30 წლის მოქალაქის კუკური ბარამიძის (ქართველი ბლოგერი დომენიკ მანგო) წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე.
რუსეთის გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ბარამიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლის მე-3 ნაწილით(დაქირავებული ჯარისკაცის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში) და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს 34 წლის მოქალაქე ლევან ფიფიას სასამართლომ დღეს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 24 მარტს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია 60 წლის ნადიმ ხმალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის შესახებ - მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
0
0
ბათუმში, მეოთხე დღეა 18 წლის ბიჭს ეძებენ
25/03/2025