
საქართველომ უნდა გააუქმოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ხელი მოაწეროს შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ამის შესახებ TASS-ს თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა განუცხადა.
„საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები, რომ მათ სურთ გააუმჯობესონ ურთიერთობები მთავარ მეზობლებთან - აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და რუსეთის ფედერაციასთან - ჩვენთვის შეუმჩნეველი არ რჩება, მაგრამ ამავდროულად საჭიროა პრაქტიკული დადასტურება და რეალური ნაბიჯები. ჩემი აზრით, შეიძლება იყოს რამდენიმე მათგანი, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმება. რეალობა, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით, მეორე - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებებზე - არის შეთანხმების ხელმოწერა სამხედრო ძალის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ“, - განაცხადა მან
0
0