
BBC-ს ინფორმაციით, ეთიოპიის ჩრდილოეთ ტიგრაისა და ამჰარას რეგიონებში, გვალვით გამოწვეული შიმშილის გამო, 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ტიგრაის კატასტროფების რისკის მართვის ოფისის თანახმად, გვალვის გამო სახლების დატოვების შემდეგ, 46 დევნილი დაიღუპა.
ხუთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა და გაერომ ეთიოპიას სასურსათო დახმარება მასიური ქურდობის ბრალდების გამო შეუჩერა. შედეგად, კიდევ უფრო გამწვავდა ჰუმანიტარული კრიზისი ქვეყანაში, სადაც ომმა და ექსტრემალურმა ამინდმა მილიონობით ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებაზე დამოკიდებული დატოვა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ ეთიოპიის ნაწილებს ძლიერი გვალვა ემუქრება, ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში უჩვეულოდ ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი.
გაეროს მონაცემებით, ბოლო კვირებში, აღმოსავლეთ სომალის რეგიონში, წყალდიდობასა და მეწყერს 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
0
0