
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოსა და სომხეთში ესტონეთის ელჩი, მარგე მარდისლაუ-კაჰარი, რომელიც აქამდე თბილისში ცხოვრობდა, სომხეთში გადავა და საქართველოში საქმიანობა შეუწყდება. ინფორმაციას ესტონური მედია ავრცელებს.
უწყების თქმით, 11 თებერვალს ქართულ ოცნებას აცნობეს, რომ ელჩი თავის საქმიანობას თბილისში 10 მარტს დაასრულებს, ახალი ელჩის დანიშვნამდე კი საქართველოში ესტონეთის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებული გიტა კალმეტი უხელმძღვანელებს.
"ესტონეთი დიდი ხნის განმავლობაში ხელს უწყობდა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თუმცა საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიული პრინციპებიდან სისტემური დაშორებისა და, მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრული პირობების შესრულებაში არსებული ხარვეზების გამო, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერა აღარ წარმოადგენს ესტონეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს. ამასთან, ესტონეთი აგრძელებს მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის განვითარებისთვის.
ესტონეთი ასევე ადასტურებს, რომ თანმიმდევრულად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში საქართველოში ერთი ესტონელი ექსპერტი მუშაობს". - აღნიშნავს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
0
0