
ესტონეთის პროკურატურამ საქველმოქმედო ორგანიზაცია „სლავა უკრაინას“ დამფუძნებელსა და ყოფილ დირექტორს, იოჰანა-მარია ლეტმეს, ნდობის ბოროტად გამოყენებასა და თანხების მითვისებაში ბრალი წაუყენა. ამის შესახებ გამოცემა nv.ua იუწყება.
გამოძიების თანახმად, „სლავა უკრაინამ“ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება კომპანია „ყველაფერი გამარჯვებისთვის“-ს მეშვეობით 2022 წლის აგვისტომდე გაგზავნა. თუმცა, შემდგომში ლეტმემ IC Construction-თან შეთანხმება დადო. პროკურატურის ცნობით, ამ კომპანიამ შუამავლის მომსახურებისთვის ინვოისები გასცა და ფასები გაბერა. ამ გზით, „სლავა უკრაინას“ 413,000 ევროს ოდენობის ზიანი მიაყენა.
სტატიაში ნათქვამია, რომ „სლავა უკრაინასგან“ IC Construction-მა 44,500 ევრო მიიღო, რისთვისაც ესტონეთიდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების ტრანსპორტირების ორგანიზება უნდა მოეხდინა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საქველმოქმედო ორგანიზაციამ ამ მომსახურებისთვის „ყველაფერი გამარჯვებისთვის“ ფონდს გადაუხადა.
პროკურატურამ აღნიშნა, რომ IC Construction-ს არასდროს გაუწევია რაიმე სახის ლოჯისტიკური მომსახურება. თუმცა, ამ შეთანხმების საფუძველზე, „ყველაფერი გამარჯვებისთვის“ კომპანიის ოპერაციული ხარჯები და ხელფასები იყო გადახდილი.
პროკურატურამ "სლავა უკრაინის" ზარალი 450 000 ევროზე მეტად შეაფასა.
0
0