20/06/2023
15:10
მსოფლიო
ესტონეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ერთნაირი სქესის ადამიანების ქორწინების ლეგალიზაციას, იტყობინება „როიტერსი“. ესტონეთი გახდა აღმოსავლეთ/ცენტრალური ევროპის პირველი ქვეყანა, სადაც ერთნაირი სქესის ადამიანების ქორწინება დაკანონდა. შესაბამისი კანონი 2024 წლიდან შევა ძალაში.
„ჩემი გზავნილი [ცენტრალური ევროპისადმი] ასეთია – ეს ბრძოლა რთულია, მაგრამ ქორწინებასა და სიყვარულს მხარი უნდა დაუჭირო… [დამოუკიდებლობის] 30 წლის განმავლობაში განვვითარდით. თანასწორნი ვართ ჩვენნაირი ღირებულებების მქონე ქვეყნებს შორის“, – აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა კაია კალასმა.
კანონს ლეგალიზაციის შესახებ მხარი დაუჭირა 55-მა დეპუტატმა 101-დან. მხარდამჭერთა შორის იყვნენ კალასის ლიბერალური და სოციალ-დემოკრატიული პარტიების დეპუტატები.
„ადამიანის უფლებების ცენტრის“ 2023 წლის გამოკითხვით, ესტონელთა 53% მხარს უჭერს ერთნაირი სქესის ადამიანების ქორწინებას. ათი წლის წინ ეს მაჩვენებელი 34% იყო.
0
0