
აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში არალეგალურად ჩასული დაახლოებით 48,3 ათასი მიგრანტი მაროკოში დააბრუნეს.
მანამდე, ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური მონაცემები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, სეუტაში ბოლო 24 საათში საერთო ჯამში 50 ათასი მიგრანტი ჩავიდა. ამასთან, ქალაქის ხელისუფლების შეფასებით, მათი რაოდენობა 60 ათასამდე იყო.
"გუშინ, მაროკოს ხელისუფლების მიერ კონტროლის შემსუბუქების შედეგად, სეუტაში უკანონოდ შეღწეული 50 000-ზე მეტი მიგრანტიდან ათასობით მათგანმა პარასკევს დილიდანვე დაიწყო უკან დაბრუნება. მათ გაიაზრეს, რომ სრულად გადატვირთული ავტონომიური ქალაქი მათ მიღებას ვეღარ შეძლებდა. ოფიციალური მონაცემებით, 18:00 საათისთვის საზღვარი უკვე გადაკვეთა და მაროკოში დაბრუნდა 48 300-ზე მეტი მიგრანტი. დღეს დილისთვის კი სულ 50 000 შესვლა იყო რეგისტრირებული."- ნათქვამია ინფორმაციაში.
მიგრაციული კრიზისის ფონზე ესპანეთის ხელისუფლებამ ქალაქში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამხედროები გაგზავნა.
ესპანური მედიის ცნობით, აღნიშნული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურია.
0
0