
ესპანურმა ანტიმონოპოლიურმა მარეგულირებელმა CNMC-მა დააჯარიმა ონლაინ დაჯავშნის ჯგუფი Booking.com 413,2 მილიონი ევროთი, ქვეყანაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბაზარზე დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენების გამო.
ამის შესახებ უწყებამ სამშაბათს, 30 ივლისს განაცხადა.
CNMC გადაწყვეტილება ეხება ორ საჩივარს, რომლებიც შეტანილ იქნა ესპანეთის სასტუმროების მენეჯერთა ასოციაციისა და მადრიდის სასტუმროების ასოციაციის მიერ 2021 წელს.
მარეგულირებლის გამოძიებამ დაადგინა, რომ Booking.com უკრძალავს სასტუმროებს საკუთარ ვებგვერდებზე უფრო დაბალი ფასების შეთავაზებას, ვიდრე თავის საიტებზეა, ასევე ცალმხრივად აწესებს ფასდაკლებას სასტუმროს ნომრებზე.
პლატფორმა ასევე აიძულებს ესპანურ სასტუმროებს, კონფლიქტის შემთხვევაში, ნიდერლანდებში სამართლებრივი ზომები მიიღონ.
„კომპანიამ თავისი დომინანტური პოზიცია ორჯერ ბოროტად გამოყენება მინიმუმ 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, რამელმაც დააწესა რამდენიმე უსამართლო სავაჭრო პირობა ესპანეთში მდებარე სასტუმროებზე“, - აცხადებს CNMC.
დარღვევებთან დაკავშირებით Booking.com ორჯერ დაჯარიმდა 206,6-206,6 მილიონის ოდენობით. კომპანიას კვლავ შეუძლია ეს გადაწყვეტილება ესპანეთის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს .
CNMC-ის მონაცემებით, Booking.com-ს ესპანეთის მოკლევადიანი გაქირავების ბაზრის 70-90%-იანი წილი აქვს.
ჯარიმა ცნობილი გახდა ესპანეთის ხელისუფლების განზრახვების ფონზე, ებრძოლოს დროებითი საცხოვრებლის ბაზრის ბოროტად გამოყენებას, რომელსაც ტურისტები იყენებენ. მათმა შემოდინებამ და საცხოვრებელი ფართის ნაკლებობამ ესპანეთის ქალაქებში არაერთი პროტესტი გამოიწვია
0
0